Monday, March 9, 2009

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი





მისამართი: 0105, თბილისი, ივანე ჯავახიშვლის ქ. 7

ტელეფონი: (+995 32) 95 70 78, 95 72 68

მუშაობის რეჟიმი: მუშაობს ყოველდღე, კვ
ირა-ორშაბათის გარდა, 11 სთ-დან - 17 სთ-მდე


შესასვლელი ბილეთის ფასი: უფასო
დაფუძნების თარიღი: 1987 წელი
ორგანიზაციის ფართობი: 1643, 26 კვ/მ, სა
ექსპოზიციო: - 1264 კვ/მ,საფონდო: - 55,1 კვ/მ
საფონდო ერთეულთა რაოდენობა: 9000 ექსპონატი
საბიუჯეტო სტატუსი: მუნიციპალური
ორგანიზაციის კლასიფიკაცია: ლიტერატურის
ორგანიზაციის სტრუქტურაში შედის ფილიალები: ილია ჭავჭავაძისა და შიო არაგვისპირელის სახლ-მუზეუმები
სახელმწიფო კონტროლის განმხორციელებელი ორგ
ანიზაცია: ქ. თბილისის მერიის განათლებისა და კულტურის საქალაქო სამსახური


აღწერა:

ცნობილი ქართველი მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის (1837-1907 წწ.) ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი 1987 წელს ილიას დაბადების













150 წლისთავთან დაკავშირებით გაიხსნა. ის წარმოადგენს მემორიალურ კომპლექსს, რომლის შემადგენლობაში შედის ილია ჭავჭავაძის თბილისის სახლ-მუზეუმი,ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი,სადაც მოთავსებული იყო გაზეთ “ივერიის” რედაქცია და სტამბა. მას იმ სახლის სამი სართული უკავია, სადაც მწერალი მეუღლესთან-ოლღა გურამიშვილთან და დასთან-ელისაბედ საგინაშვილთან ერთად 1889-1901 წლებში ცხოვრობდა.











მუზეუმშ
დაცულია ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: მემორიალური ნივთები (კაბინეტი, - საძინებელი და სასადილო XIX ს-ის ავეჯით, ჭურჭელი, სხვადასხვა სახის სამშვენისები, ბიბლიოთეკა), დოკუმენტური და ფოტო მასალა (მათ შორის დ. ერმაკოვის ფოტოები), ილიას მიერ გამოცემული
ჟურნალ-გაზეთები, ხელნაწერები, XIX-XX სს-ის დასაწყისის ფერწერული
ტილოები, გრაფიკული ნამუშევრები, ილიას თხზულებათა გამოცემები და სხვა. მუზეუმის სტუმრებს საშუალება ეძლევათ თემატურად წარმოდგენილი ექსპოზიცია იხილონ: ილია და რუსეთი, ილია და ესპანეთი, ილია და აჭარა-თითოეულ დარბაზში ექსპონატები-საბუთები, ფოტოები, საგაზეთომონარიდები თემების მიხედვითაა წარმოდგენილი. ცნობილი პუბლიკაციები, ქართველი და უცხოელი საზოგადო მოღვაწეების ფოტოები-კოლექცია იმდენად მდიდარია, რომ მის საფუძვლიანად დათვალიერებას მუზეუმში ერთხელ სტუმრობა ნამდვილად არ ეყოფა.

განსაკუთრებული მიმზიდველობით სასტუმრო ოთახი გამოირჩევა, სადაც ყოველ ხუთშაბათს XIX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლები იკრიბებოდნენ. სასადილო ოთახი კი სიმყუდროვით გამოირჩევა. მწერლის გემოვნებით მოწყობილ ოთახში ძველი ავეჯი, საოჯახო ნივთები თავდაპირველ იერსახეს უნარჩუნებენ მას.
მუზეუმს ხშირად სტუმრობს სკოლის მოსწავლე-ახალგაზრდობა, ქართველი და უცხოელი დამთვალიერებელი.


ხათუნა ტუღუში
ანა ანუაშვილი
ნინო სულაძე
თამუნა გოგოლაძე
XI კლასი
 

პროექტები | 63-ე საჯარო სკოლა | ჩვენ შესახებ