

ტელეფონი: (+995 32) 95 70 78, 95 72 68
მუშაობის რეჟიმი: მუშაობს ყოველდღე, კვირა-ორშაბათის გარდა, 11 სთ-დან - 17 სთ-მდე
შესასვლელი ბილეთის ფასი: უფასო
დაფუძნების თარიღი: 1987 წელი
ორგანიზაციის ფართობი: 1643, 26 კვ/მ, საექსპოზიციო: - 1264 კვ/მ,საფონდო: - 55,1 კვ/მ
საფონდო ერთეულთა რაოდენობა: 9000 ექსპონატი
საბიუჯეტო სტატუსი: მუნიციპალური
ორგანიზაციის კლასიფიკაცია: ლიტერატურის
ორგანიზაციის სტრუქტურაში შედის ფილიალები: ილია ჭავჭავაძისა და შიო არაგვისპირელის სახლ-მუზეუმები
სახელმწიფო კონტროლის განმხორციელებელი ორგანიზაცია: ქ. თბილისის მერიის განათლებისა და კულტურის საქალაქო სამსახური
აღწერა:
ცნობილი ქართველი მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის (1837-1907 წწ.) ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი 1987 წელს ილიას დაბადების


150 წლისთავთან დაკავშირებით გაიხსნა. ის წარმოადგენს მემორიალურ კომპლექსს, რომლის შემადგენლობაში შედის ილია ჭავჭავაძის თბილისის სახლ-მუზეუმი,ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი,სადაც მოთავსებული იყო გაზეთ “ივერიის” რედაქცია და სტამბა. მას იმ სახლის სამი სართული უკავია, სადაც მწერალი მეუღლესთან-ოლღა გურამიშვილთან და დასთან-ელისაბედ საგინაშვილთან ერთად 1889-1901 წლებში ცხოვრობდა.


მუზეუმში დაცულია ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: მემორიალური ნივთები (კაბინეტი, - საძინებელი და სასადილო XIX ს-ის ავეჯ

ჟურნალ-გაზეთები, ხელნაწერები, XIX-XX სს-ის დასაწყისის ფერწერული ტილოები, გრაფიკული ნამუშევრები, ილიას თხზულებათა გამოცემები და სხვა. მუზეუმის სტუმრებს საშუალება ეძლევათ თემატურად წარმოდგენილი ექსპოზიცია იხილონ: ილია და რუსეთი, ილია და ესპანეთი, ილია და აჭარა-თითოეულ დარბაზში ექსპონატები-საბუთები, ფოტოები, საგაზეთო

განსაკუთრებული მიმზიდველობით სასტუმრო ოთახი გამოირჩევა, სადაც ყოველ ხუთშაბათს XIX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლები იკრიბებოდნენ. სასადილო ოთახი კი

მუზეუმს ხშირად სტუმრობს სკოლის მოსწავლე-ახალგაზრდობა, ქართველი და უცხოელი დამთვალიერებელი.
ხათუნა ტუღუში
ანა ანუაშვილი
ნინო სულაძე
თამუნა გოგოლაძე
XI კლასი